ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ალტე უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის !!!

20-07-2022
დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 26  ივლისიდან - 27 ივლისის ჩათვლით. 
 
 
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 08 აგვისტოდან - 12 აგვისტოს ჩათვლით. 
 
რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვრა - არაუგვიანეს 2022 წლის 18 აგვისტო.  
 
შპს ალტე უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების საყურადღებოდ!!! 
 
 
მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2022 წლის 1 აგვისტოდან 8 აგგვისტოს ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 8 აგვისტომდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:   info@emis.ge