მთავარი
სიახლეები
newsSlide
სიახლეები
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ!




სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ!
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების (სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური) შედეგები ცნობილია.
სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტურის შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მნიშვნელოვანია!
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სტუდენტებს:
- ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური;
- მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური;
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე - გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ:
მობილობის ელექტორნულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე.
შესაბამისად აღნიშნული ვადის დასრულებამდე მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)