ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ალტე უნივერსიტეტის და შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის!!!

05-10-2022
დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა - 2022 წლის 6 ოქტომბიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით;

რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა - 2022 წლის 13 ოქტომბრიდან -  14 ოქტომბრის ჩათვლით;

ჩასარიცხი პირების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა.


შპს ალტე უნივერსიტეტის და შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების საყურადღებოდ!!! 

რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2022 წლის 11 ოქტომბრიდან -  13 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 13 ოქტომბრამდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:   info@emis.ge