შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

25-11-2022
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს  ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე  გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და 5 წლის ვადაში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  
სტატუსშეჩერებული პროფესიული სტუდენტებისთვის შემოთავაზებულია აჭარის რეგიონში, დღეისათვის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული თავისუფალი ადგილები, გარე  მობილობისა და განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.
მობილობით სარგებლობისათვის დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ  საგანმანათლებლო დაწესებულებას 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით


მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:   info@emis.ge