სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ!

06-02-2023
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების (სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური)   შედეგები ცნობილია. 
სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტურის  შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით სტუდენტებმა უნდა მიმართონ  შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

მნიშვნელოვანია!  
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სტუდენტებს: 
1. ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური;  
2. მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი  და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური; 
 
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე - გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. 
 
შეგახსენებთ: 
მობილობის ელექტორნულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება  8 თებერვალს 18:00 საათზე.  
შესაბამისად აღნიშნული ვადის დასრულებამდე მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)