მთავარი
სიახლეები
newsSlide
სიახლეები
ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის




ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის
დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა - 2023 წლის 10 ივლისიდან - 14 ივლისის ჩათვლით;
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა - 2023 წლის 2 აგვისტოდან - 7 აგვისტოს ჩათვლით;
რიგგარეშე მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2023 წლის 17 აგვისტოსი.
სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის "შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესის (რიგგარეშე მობილობის) ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები" 2023 წლის 06 ივლისის N1.1/96 ბრძანება
შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის!!!
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რიგგარეშე მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მისაღები ადგილებისა და გამოცხადებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები.
განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2023 წლის 24 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას, რომელიც შესაძლოა იყოს 2 აგვისტომდე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge