გამოწვევის ყველა მაძიებელს!

გამოწვევის ყველა მაძიებელს!
06-03-2012
პირველად საქართველოში!

Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Imagine Cup! კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი).

შექმენით მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი. თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი გუნდის წევრობა შეუძლია და თითოეულ მენტორს - მხოლოდ ერთი გუნდის მენტორობა. ყოველი გუნდი წარადგენს ერთ პროექტს. პროექტების მიღება იწყება 7 მარტს და სრულდება 15 აპრილს.

ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი, მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში 28 აპრილს. ფინალში გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება სიდნეიში (ავსტრალია) მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $! პროექტის ორგანიზატორები არიან: Microsoft Georgia და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, EPI Georgia, სინგულარ ჯგუფი, ალგორითმი,

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 9 მარტს, 15:00-ზე, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.imaginecup.ge www.fb.com/imaginecupgeorgia