რობოტი “ნიკოლა”

რობოტი “ნიკოლა”
16-05-2012

ბუქარესტში გამართულ Infomatrix-ის შეჯიბრში ქართულმა ჯგუფმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონკურსი რუმინეთში 3-7 მაისს მიმდინარეობდა.
Infomatrix-ის ტურნირი უკვე 10 წელია ტარდება. შეჯიბრის ორგანიზატორია Lumina-ს სასწავლო ცენტრების ქსელი. წელს კონკურსში მონაწილეობას 38 ქვეყანა სხვადასხვა პროექტებით იღებდა. მონაწილეობის მიღება შემდეგ კატეგორიებშია შესაძლებელი: Short Film, Hardware Control, Programming, Computer Art და Robotics.
EMIS-ის თანამშრომლების გუნდმა (გიგია წიკლაურმა, ლაშა კალანდაძემ და გიორგი კოროშინაძემ) მონაწილეობა Hardware Control-ის კატეგორიაში მიიღო. მათ კონკუსრზე რობოტი „ნიკოლა“ წარადგინეს. „ნიკოლა“ წარმოადგენს ხელებს, რომელიც უკრავს გიტარაზე. რობოტის ორივე ხელი ქმნის მუსიკას, ასე რომ მას აკომპანიმენტი შეუძლია გაუწიოს ნებისმიერ მუსიკალურ ნაწარმოებსა თუ კონცერტს.