ელექტრონული გამოცდები სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის

ელექტრონული გამოცდები სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის
05-07-2013
3 ივლისიდან, სკოლებში, დაიწყო მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით ჩაბარების პროცესი. გამოცდები ტარდება ერთიანი ელექტრონული ტესტირების სისტემის მეშვეობით.
გამოცდების მიმდინარეობისას  სისტემის,  ქსელისა და სკოლებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის  გამართულობას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. გამოცდის მონაწილეებს საშუალება ეძლევად ცენტრალიზებულად  ჩააბარონ  შემდეგი საგნები:


1.    ქართული ენა ლიტერატურა
2.    მათემატიკა
3.    ისტორია
4.    სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება
5.    ინგლისური ენა

დანარჩენ სამ საგანში: მეორე უცხოური ენა, არჩევითი საგანი და სპორტი, გამოცდას  ატარებს უშუალოდ სკოლა.
საქართველოს  მასშტაბით   მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით  დაძლევის სურვილი გამოთქვა 4240-მა   მოსწავლემ, რომლებიც  შესაბამისად  გადანაწილდნენ  106 საგამოცდო   სკოლაში.  თითოეულ საგანში გამოცდა მიმდინარეობს  სამ სესიად. ექსტერნი ფასდება ელექტრონულად ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე. საბოლოო შედეგები   8 ივლისს, გამოცდების დასრულებისას   გახდება ცნობილი.