რესურსცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი

11-07-2013
10 ივლისს, ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი. აღნიშნული კონკურსის ელექტრონული ტესტირების ორგანიზება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო.

ტესტირებაში მონაწილეობდა 200 კონკურსანტი. პროცესს აკვირდებოდა როგორც სამინისტროსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის  „სამართლიანი არჩევნები“-ს წევრები.