უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საყურადღებოდ!!!

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საყურადღებოდ!!!
01-10-2013
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით, მართვის სისტემაში უნდა წარმოადგინონ თანხმობის წერილი და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის მითითებით 2013 წლის 01 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

აბიტურენტების განმეორებითი რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ინფორმაცია აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადის თაობაზე განთავსდება დამატებით.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი რეგისტრაცია ეხება აბიტურიენტებს, რომელთაც 2013 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. მათ უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე.