საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა

საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა
15-10-2013
საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა, რომელიც  მოსწავლის  შესაძლებლობაზე ორიენტირებულ, ადაპტირებულ ტესტს გულისხმობს.

გამოცდები საქართველოს 1400-ზე მეტი სკოლის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  და IT სპეციალისტები უზრუნველყოფდნენ.

გამოცდა 4 საგანში ჩატარდა: ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 12 ოქტომბერს გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 15 ოქტომბერს  ქიმიის გამოცდით  დასრულდა.

2013  წლისთვის  საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა.  მოსწავლეებს რომლებმაც ოქტომბერში ვერ გადალახეს ზღვარი რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდენენ გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად ჩააბარონ.