სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს ვაკანსიას

14-01-2014
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე
შემდეგ რეგიონებში:
  • ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხონი, ლაგოდეხი,
  • დუშეთი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, სენაკი, ჩხოროწყუ,
  • ხობი, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახლციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი,
  • გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, რუსთავი, წალკა, ქარელი, ბაღდათი.
სამუშაო აღწერილობა:
  • TCP/IP ქსელის კონფიგურირება;
  • ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარება;
  • ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცერება და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება);
  • სისტემის ბეკაპირება და აღდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • Windows ან/და Linux სისტემების ცოდნა.
  • TCP/IP ქსელის კონფიგურირების ცოდნა;
  • ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარების ცოდნა;
  • ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფის ცოდნა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცერებისა და აღმოფხვრის უნარი/ცოდნა;
  • პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთებისა და ინსტალაციის (დრაივერების დაყენება) ცოდნა/უნარი;
  • სისტემის ბეკაპირებისა და აღდგენის ცოდნა.
    დამატებითი მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 იანვარი