სიახლეები

29-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, წელს პირველად, ცეტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარებული გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდების მოსამზადებელ ეტაპზე, აგრეთვე ტესტირების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები.  
26-07-2013
25 ივლისს პრემიერ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საბჭოს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე მამია ჯანჯალია.
24-07-2013

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევ კონკურსის პირველ ეტაპს - სერთიფიცირების პროცესს იწყებს. დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2013 წლის 25 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.directors.mes.gov.ge). შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.


24-07-2013
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმატებით აგრძელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  - საგანმანათლებლო რესუსრცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსის ელექრონული ტესტირების ტექნიკურ მხარდაჭერასა და მონიტორინგს.
22-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი მინისტრი - თამარ სანიკიძე წარუდგინა. თამარ სანიკიძე, რომელსაც  მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა,  არის თანაავტორი სამინისტროს მიერ განხორციელებული  ყველა  ახალი პროექტისა.
12-07-2013
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დასრულდა პროფესიული ოსტატობის მსოფლიო ჩემპიონატი - WorldSkills 2013.  ჩემპიონატი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. 52 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე ერთმანეთს 46 პროფესიულ უნარებში ეჯიბრებოდა.
11-07-2013
10 ივლისს, ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი. აღნიშნული კონკურსის ელექტრონული ტესტირების ორგანიზება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო.
10-07-2013
10-11 ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტარდება სემინარი სხვადასხვა რაიონული ცენტრიდან მოწვეული სკოლის  IT  სპეციალისტებისათვის.
სემინარი ტარდება კომპიუტერული ტექნოლოგიების უმსხვილესი კორპორაციის Intel-ის საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში. მისი მიზანია უახლესი საინფორმაციო და პედაგოგიური ტექნოლოგიების გავრცელება განათლების სფეროში.

08-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება 2013 წლის 10 ივლისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) მითითებული განრიგის შესაბამისად გაიმართება.
05-07-2013
3 ივლისიდან, სკოლებში, დაიწყო მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით ჩაბარების პროცესი. გამოცდები ტარდება ერთიანი ელექტრონული ტესტირების სისტემის მეშვეობით.
გამოცდების მიმდინარეობისას  სისტემის,  ქსელისა და სკოლებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის  გამართულობას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

28-06-2013
გაცნობებთ, რომ 24-25 ივნისს ჩატარებული გასაუბრების შედეგად, არასაკმარისი დადებითი შეფასების მქონე სტუდენტთა გამო, ჯგუფები არ დაკომპლექტდა. შედეგების გაცნობა შეგიძლიათ ინდივიდუალურად ფანჯიკიძის (ბუდაპეშტის) ქ. # 1ა
პროფესიული სასწავლებლების პროდუქციის გამოფენა
27-06-2013
25 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Worldskills Georgia-ს ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.
21-06-2013
2011 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატებისა და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების ბეჭდვა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
პროგრამა მოიცავს ერთიან ბაზას მოსწავლეებზე, რომელთაც დაძლიეს საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხური.

23-05-2013
დაიწყო რეგისტრაცია/საბუთების მიღება არასაბიუჯეტო სექტორის  კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაციის, ვებ ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული სისტემები და ქსელების   II და III საფეხურის პროგრამებზე.
13-05-2013
გამოცდების ეროვნული ცენტრი   2013 წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის  მასშტაბური აპრობაციის ჩატარებას იწყებს. გამოცდების  უხარვეზოდ წარმართვას და  მის ტექნიკურ უზრუნველყოფას       სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  200-ზე მეტი IT სპეციალისტი  განახორციელებს . პროცესს 600-ზე მეტი მეთვალყურე დააკვირდება .საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა.
02-05-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning) ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
01-05-2013
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთელი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.
2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება
30-04-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.
05-04-2013
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS-თან) არსებული Cisco-ს ქსელური აკადემიის რეგიონალური სასწავლო ცენტრი აცხადებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას შემდეგ სასწავლო კურსებზე:
03-04-2013
პირველკლასელთა  online  რეგისტრაცია "სხვა შუადღეში"