სიახლეები

21-10-2013
აბიტურიენტებს, რომელთაც 2013 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია
17-10-2013
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროფესიული განათლების ფესტივალი.
15-10-2013
საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა, რომელიც მოსწავლის შესაძლებლობაზე ორიენტირებულ, ადაპტირებულ ტესტს გულისხმობს. გამოცდები საქართველოს 1400-ზე მეტი სკოლის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და IT სპეციალისტები უზრუნველყოფდნენ.
01-10-2013
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით,  მართვის სისტემაში უნდა წარმოადგინონ თანხმობის წერილი და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის მითითებით 2013 წლის 01 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
01-10-2013
პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მორიგი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
16-09-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით,  ფესტივალი  - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 30-მდე დაწესებულებამ მიიღო. ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.  
13-09-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა.
04-09-2013
EMIS-ის საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
04-09-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს,  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.
30-08-2013
დირექტორობის მსურველებს,  რომლებმაც  2012 წელს წარმატებით გაიარეს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი და სურთ ჩაერთონ  2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში  გასაუბრების ეტაპიდან,  მაგრამ არ გაუვლიათ რეგისტრაცია, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ  დამატებით  ვადაში 2013 წლის 02 სექტემბრის 12:00 საათიდან - 2013 წლის 05 სექტემბრის 20:00 საათამდე.
27-08-2013
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.
26-08-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს,   პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
22-08-2013
მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის მიმღებ სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
22-08-2013
21-22 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
20-08-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა.
14-08-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. ტესტირება, 21-22 აგვისტოს ჩატარდება.
02-08-2013
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.
29-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, წელს პირველად, ცეტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარებული გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდების მოსამზადებელ ეტაპზე, აგრეთვე ტესტირების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები.  
26-07-2013
25 ივლისს პრემიერ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საბჭოს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე მამია ჯანჯალია.
24-07-2013

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევ კონკურსის პირველ ეტაპს - სერთიფიცირების პროცესს იწყებს. დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2013 წლის 25 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.directors.mes.gov.ge). შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.