სიახლეები

08-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება 2013 წლის 10 ივლისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) მითითებული განრიგის შესაბამისად გაიმართება.
05-07-2013
3 ივლისიდან, სკოლებში, დაიწყო მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით ჩაბარების პროცესი. გამოცდები ტარდება ერთიანი ელექტრონული ტესტირების სისტემის მეშვეობით.
გამოცდების მიმდინარეობისას  სისტემის,  ქსელისა და სკოლებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის  გამართულობას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

28-06-2013
გაცნობებთ, რომ 24-25 ივნისს ჩატარებული გასაუბრების შედეგად, არასაკმარისი დადებითი შეფასების მქონე სტუდენტთა გამო, ჯგუფები არ დაკომპლექტდა. შედეგების გაცნობა შეგიძლიათ ინდივიდუალურად ფანჯიკიძის (ბუდაპეშტის) ქ. # 1ა
პროფესიული სასწავლებლების პროდუქციის გამოფენა
27-06-2013
25 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Worldskills Georgia-ს ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.
21-06-2013
2011 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატებისა და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების ბეჭდვა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
პროგრამა მოიცავს ერთიან ბაზას მოსწავლეებზე, რომელთაც დაძლიეს საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხური.

23-05-2013
დაიწყო რეგისტრაცია/საბუთების მიღება არასაბიუჯეტო სექტორის  კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაციის, ვებ ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული სისტემები და ქსელების   II და III საფეხურის პროგრამებზე.
13-05-2013
გამოცდების ეროვნული ცენტრი   2013 წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის  მასშტაბური აპრობაციის ჩატარებას იწყებს. გამოცდების  უხარვეზოდ წარმართვას და  მის ტექნიკურ უზრუნველყოფას       სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  200-ზე მეტი IT სპეციალისტი  განახორციელებს . პროცესს 600-ზე მეტი მეთვალყურე დააკვირდება .საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა.
02-05-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning) ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
01-05-2013
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთელი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.
2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება
30-04-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.
05-04-2013
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS-თან) არსებული Cisco-ს ქსელური აკადემიის რეგიონალური სასწავლო ცენტრი აცხადებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას შემდეგ სასწავლო კურსებზე:
03-04-2013
პირველკლასელთა  online  რეგისტრაცია "სხვა შუადღეში"
01-04-2013
2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
25-03-2013
2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
04-03-2013
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტანდარტების შესწორება  IT ტექნოლოგიებში.
01-03-2013
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტი, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ყოველწლიურად  მართავს  კონკურსს ,პროფესიულ უნარებში, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე.
18-02-2013
მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სკოლებში კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება. დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.
31-12-2012
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელობამ  საახალწლო საჩუქრები გადასცა "EMIS" თანამშრომლებს და 2013 წელს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობის გაგრძელება უსურვა.
28-12-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

14-12-2012
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.