სიახლეები

19-10-2015
საჯარო სკოლის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების საყურადღებოდ!
13-10-2015
განათლების  მართვის  საინფორმაციო  სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში, ტალინის პოლიტექნიკური სკოლის წარმომადგენლების მიერ, გამოცდილების გაზიარების მიზნით ,პროფესიულ სტუდენტთათვის, ახალი 2016 წლის „MS OFFICE 2016“ პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.
12-10-2015
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2015 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა (დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის) რეგისტრაციის ვადები.

12-10-2015
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, სასტუმრო თბილისი „მერიოტში“, „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური სამომავლო პერპექტივები განიხილეს.

17-09-2015
2015 წლის 24 სექტემბერს 15 საათზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, კოლეჯში სწავლის მსურველთათვის მართავს ღია კარის დღეს.
14-09-2015
მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
11-09-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით(გარდა 20 სექტემბრისა).
19-08-2015

2015 წლის ივლისის განმავლობაში  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ ღია ლექციები(masterclass)  სხვადასხვა თემებზე:


25-06-2015
2015 წლის 22 ივნისიდან დაიწყო 2014-2015  სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ზოგადი განათლების დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა.
18-06-2015
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 21 ივნისს  დასრულდება.

იხილეთ სკოლაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

09-06-2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.
15-05-2015

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ესტონეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ფონდ Innove-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი.


06-05-2015
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია  განხორციელდება  განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებგვერდზე  და  დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.



04-05-2015
შეგახსენებთ, რომ დღეს - 2015 წლის 4 მაისს, 20:00 საათზე დასრულდება პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი.
22-04-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.  

14-04-2015
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 14 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა (სამუშაო საათები: 10სთ  –  17 სთ)


06-04-2015
4 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა სისტემის თანამშრომლებთან ერთად  სააღდგომო საჩუქრებით და სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ეწვია ქ. სიღნაღში არსებულ თემს, “ქედელს“, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ.

29-03-2015
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:
  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; 
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.