newsSlide

2019  წლის 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  

სერტიფიცირებულ დირექტორთა საყურადღებოდ!

დირექტორობის უფლების მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება
EMIS -ში   IT აუდიტის პილოტური პროექტი იწყება

13 ნოემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფისში გაიმართა სამუშაო  შეხვედრა  IT აუდიტის სფეროში საერთაშორისო  ექსპერტთან  პიტერ  გრეშლისთან.
საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას იწყებს.
აბიტურიენტთა  მეორადი რეგისტრაცია დაიწყო!

აბიტურიენტებს, რომელთაც 2013 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ჩარიცხულმა სტუდენტებმა 23 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
2 ფოტოსურათი (3X4);
საქართველოს მოქალაქის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საბაზო/პროფესიული/ზოგადსაგანმანალებლო/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი...

ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციის მსურველთათვის

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.
დირექტორობის მსურველთა  ტესტირების ეტაპი დასრულდა

21-22 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

ტესტი შედგებოდა თემატურად დაჯგუფებული 92 კითხვისგან და მუშაობისათვის განსაზღვრული იყო 4 საათი. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 120-ს.


სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!

მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის მიმღებ სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა.
1 მაისს  საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!

2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით,საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო რეგიოსტრაცია იწყება.
ყურადღება!

  IT აკადემიაში დაიწყო რეგისტრაცია  მოკლევადიან პროგრამებზე.
უმოკლეს ვადაში შეგიძლიათ შეისწავლოთ კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება,web და java პროგრამირება, ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი გრაფიკა, საოფისე პროგრამები.

საატესტატო გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.

სკოლები საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

www.markup.ge

კიდევ ერთი სიახლე EMIS-ისგან! დღეიდან ამოქმედდა ვებ-გვერდი www.markup.ge. ეს არის ვებ-გვერდი, სადაც გაეცნობით უახლეს, აქტუალურ და საინეტერესო ინფორმაციას IT სფეროდან. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გახდეს თანაავტორი და საკუთარი მოსაზრება გაუზიაროს ფართო აუდიტორიას. ამისათვის მან რეგისტრაცია უნდა გაიროს და გახდეს markup-ის წევრი.
ვებ-გვერდს აქვს მარტივი ნავიგაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და კომფორტულად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. 


17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს

2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

აპრობაცია 2012 დაიწყო!

6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 172 საჯარო სკოლაში ტარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი)  შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.

IT აკადემიაში იწყება მიღება !

IT აკადემია გთავაზობთ შემდეგ პროფესიულ პროგრამებს: ინტერნეტტექნოლოგი (II საფეხური), კომპიუტერული გრაფიკოსი (II საფეხური, ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური), კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური)