წარჩინებული სტუდენტები Gino Paradise Tbilisi-ის აკვაპარკში

 წარჩინებული  სტუდენტები Gino Paradise Tbilisi-ის აკვაპარკში
02/09/2014
სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის წარჩინებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზღვაზე Gino Paradise Tbilisi-ის გრანდიოზულ აკვაპარკში გამართულ სპოტულ-გამაჯანსაღებელ შეჯიბრში.
40-მდე მონაწილე ერთმანეთს ყველაზე მაღალი და სწრაფი 31 მეტრიანი ტოპოგანიდან დაშვებაში შეეჯიბრა.
EMIS-ის სასწავლებლიდან აქციაში მონაწილეობდა შვიდი საუკეთესო სტუდენტი:

  • ნინო ნიკოლიშვილი, სოფიკო გელაშვილი, ერეკლე გოკიელი - კომპიუტერული ქსელები და სისტემები;
  • აკაკი ალანია, ბექა ვადაქარია - კომპიუტერული ინჟინერია;
  • ალექსანდრე ფოლადაშვილი - კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია;
  • გურამ სოსელია - ვებ ტექნოლოგიები.
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ აკვაპარკის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზებითა და აბონიმენტებით. გალერეა