14,15 და16 მარტს ტექნიკური მიზეზის გამო,რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

14,15 და16 მარტს ტექნიკური მიზეზის გამო,რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
03/18/2014
იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც 2014 წლის 14,15 და 16 მარტს გადაიხადეს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის საფასური, მაგრამ ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული მიზეზის გამო ვერ შეძლეს რეგისტრაცია, კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge
ან წარმოადგინოთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მისამართზე: თბილისი, ფანჯიკიძის ქ. (ყოფილი ბუდაპეშტის ქ.) N1ა.