რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
03/26/2014
გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი. გადამოწმება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შედეგად მინიჭებული საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის მიხედვით.

დირექტორების მსურველებს შევახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრში დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად დირექტორობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, თან იქონიოს რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება.
დაგვიანებით გამოცხადებული დირექტორობის მსურველი არ დაიშვება ტესტირებაზე. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს ეკრძალება:
  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
  • გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
  • საგამოცდო მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
  • კოორდინატორის/დამკვირვებლის მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;
  • ტესტზე მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ.