დირექტორთა ტესტირების აპელაციის მსურველების საყურადღებოდ!

დირექტორთა ტესტირების აპელაციის მსურველების საყურადღებოდ!
04/03/2014
დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს.

საფასური მსურველმა უნდა გადაიხადოს სს „ლიბერთი ბანკის“ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: ს.ს. „ლიბერთი ბანკი’’
ბანკის BIC კოდი: LBRTGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE35LB0121168680693001

გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს ვისი საპრეტენზიო განაცხადის საფასურია გადახდილი. ტესტირების ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი, საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბანკო ქვითართან ერთად, მსურველმა უნდა წარადგინოს იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებული იყო საგამოცდო ცენტრი, სადაც მან გაიარა ტესტირება.