სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ტესტირებას გადიან

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ტესტირებას გადიან
04/25/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მეორე წელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირები ირიცხებიან.

25 აპრილს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული ტესტირების პროცედურა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ტესტირების პროცესს გაეცნენ. პროფესიული ტესტირება გაიარა ორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტმა გვანცა ჯანიაშვილმა და სალომე მანიჟაშვილმა.

პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, საჭიროების შემთხევაში, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს პროფესიული ტესტირებისას ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობას და ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფას.