Microsoft-ის ტექნოლოგიურ ცენტრში ვიზიტი

Microsoft-ის ტექნოლოგიურ ცენტრში ვიზიტი
12/03/2014
ქ. ბრიუსელში,  19-20 ნოემბერს,  Microsoft-ის  მოწვევით გაიმართა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების სფეროში მომუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელთა შეხვედრა.  
 
ამ ღონისძიებაზე Microsoft-ის  წარმომადგენლებმა  წარმოადგინეს  Microsoft-ის   უახლესი ტექნოლოგიური შეთავაზებები განათლების სექტორისათვის და განიხილეს მოწვეულ სტუმრებთან ერთად მათ ქვეყნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საკითხები.  

საქართველოდან შეხვედრას ესწრებოდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  უფროსის მოადგილე  მაია სიმონიძე.  მან ისაუბრა საქართველოს განათლების სექტორში Microsoft-თან პარტნიორობით  მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე  და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მაღალ ინტერაქტიული ღონისძიება ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლესი მსოფლიო ტენდენციების უკეთ გაგებას და განათლების მართვის პროცესში სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებას.