სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
03/29/2015

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:


  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;  
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.


    ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა, უფროსის მოადგილემ – მამუკა ჯანჯალიამ, განაცხადა რომ, ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით  ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება. 

       
    ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ – ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა – თამარ ქიტიაშვილმა და „ახალი ინოვაციების“ დირექტორმა – ლევან ბეიტრიშვილმა  დააჯილდოვეს კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების  სასაჩუქრე ბარათებით  და სამახსოვრო სიგელებით. ასევე, პარტნიორმა ორგანიზაციის „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა – გიორგი დურგლიშვილმა, კომპიუტერული ქსელების მიმართულების სტუდენტები და პედაგოგები დააჯილდოვა კომპანიის სპეციალური  სასაჩუქრე ნაკრებით. საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო კოლეჯის პარტნიორმა, საპატრიარქოს ტელევიზია –  “ერთსულოვნებამ“.


    2015 წლის ოლიმპიადის სტუდენტები დასაჩუქრდნენ ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერებით. ნომინაციაში „წლის  ყველაზე კრეატიული ნამუშევარი“ სამახსოვრო სიგელით და სასაჩუქრე  ნაკრებით დაჯილდოვდა  გრაფიკოსი სალომე მანიჟაშვილი.