საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში

საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში
12/07/2015
5 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე – მაია სიმონიძე  სისტემის თანამშრომლებთან ერთად ეწვია ქ. ახალციხის №7 საჯარო სკოლა პანსიონს. 

სკოლაში  შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე 31 მოსწავლე,  სათანადო პირობებში  სწავლობს და ცხოვრობს.  როგორც სკოლა პანსიონის დირექტორმა - ლალი კარკაძემ აღნიშნა:
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აქვთ უფლება, იყვნენ დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, ხოლო ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა, ქცევითი ნორმების ტრანსფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას –ეს სკოლა პანსიონის წინაშე მდგარი  ძირითადი ამოცანებია.“ 
 
სისტემის თანამშრომლებმა  აღსაზრდელებს, სხვადასხვა  სახის პაზლები, კონსტრუქტორები, განმავითარებელი მასალები და ტკბილეული გადასცეს. 

იხილეთ გალერეა