კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში "კრეათონი"

კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში "კრეათონი"
12/20/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „კრეათონი“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს საუკეთესო კონცეფციის შექმნაში ეჯიბრებოდნენ.

კრეათონი არის მარათონის ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე.


კონკურსი მოიცავდა სამ მიმართულებას:

ლოგოს დიზაინი (გრაფიკა);
საიტის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);
მოკლემეტრაჟიანი ვიდეო (იდეა/კონცეფცია).

თემები 100-მდე მონაწილეს  კონკურსის  დაწყებისთანავე  განესაზღვრათ. გუნდის წევრთა რაოდენობა სამ ადამიანს არ აღემატებოდა.

მონაწილეების 12 საათიანი მუშაობის შედეგები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ: რუსუდან ფეტვიაშვილი, დავით ბირმანი, გიორგი მიქაია, ნიკა გვენცაძე, GITA, თემურ გოგოლაძე, დავით ქელეხსაშვილი, მარიამ ბექაური, გიორგი თავაძე, Microsoft -ის წარმომადგენელი  შოთა მურცხვალაძე.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ლოგოს დიზაინი: გიორგი და ნინო ცუცქირიძეები;
საიტის კონცეფცია: ჯგუფი Elliot Webber (გიორგი ბერეჩიკიძე, თორნიკე ხოტივარი, მართა ღუდუშაური); 
მოკლემეტრაჟიანი ვიდეო: ჯგუფი Partner (სალომე კოკაია, დევი ციხისელი, თამაზ ჯობავა). 

გამარჯვებულებს გადაეცათ  ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.