• გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია

    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.
    გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია
  • ვიზიტი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე (bett)

    ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ - მიხეილ ჩხენკელთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
    ვიზიტი ბრიტანეთის  საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე  (bett)
  • CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

    15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
    CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება

სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება
01/23/2017
საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში, კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კომპანია Microsoft და საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.  

პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში, კვირაში მინიმუმ ერთხელ ჩატარდება 1 საათიანი კლასგარეშე აქტივობები. საპილოტე კლუბებში მონაწილეობას მიიღებენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. პროგრამის ხანგრძლივობა არის 16 -18 საათი (ერთი სემესტრი). 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გახლავთ პირველი ტრეინინგის ორგანიზატორი მასწავლებლებისთვის, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 20 -22 იანვარს. შემდეგ ეტაპზე ჩამოყალიბდება მოსწავლეთა ჯგუფები და დაიწყება პროგრამის განხორციელება. სწავლების პროცესში მასწავლებლებს მუდმივად ექნებათ კონსულტირების საშუალება, მოხდება დაკვირვება სასწავლო პროცესსა და შედეგებზე და საბოლოოდ შემუშავდება რეკომენდაციები პროგრამირების უფრო ფართოდ დანერგვის მიმართულებით.