• გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია

    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.
    გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია
  • ვიზიტი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე (bett)

    ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ - მიხეილ ჩხენკელთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
    ვიზიტი ბრიტანეთის  საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე  (bett)
  • CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

    15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
    CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
11/21/2017
გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge.   

დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.  

დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი.  

კონკურსანტებს საშუალება აქვთ აირჩიონ  3 საჯარო სკოლა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფოტოსურათი
სამოტივაციო წერილი
ელექტრონული თანხმობის ფორმის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.directors.mes.gov.ge