CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017
12/18/2017
15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
სავარჯიშოებში მონაწილეობა მიიღო დარეგისტრირებულმა 60-მდე  IT-პროფესიონალმა, რომლებიც ჯგუფებად დანაწილდნენ. 3 პირისგან შემდგარ თითოეულ ჯგუფს მიეცა კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა.

ასეთი ტიპის ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაციას როგორც საჯარო, ისე ბიზნესის სექტორში. 
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაეცნონ სხვადასხვა უწყების გამოცდილებას; მიიღონ საჭირო ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიზნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში დროული და სწრაფი რეაგირებისათვის. 


სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.