შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
03/22/2019
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  გაიმართა სამ დღიანი შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სადაც გაიმართა მსჯელობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო გრანტით დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, თანხის დაანგარიშების პროცესში დაწესებულებების როლზე, მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე, დაფინანსების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე. შეხვედრის თემატიკა ასევე მოიცავდა შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობას, მათ შორის, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და შემდგომში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრები მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთა დასწრება, რომელთა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ექვემდებარება სახელმწიფო გრანტით დაფინანსებას. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მომავალშიც გააგრძელებს  საქმიან თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.