Microsoft-ის „ციფრული ევოლუციის ფორუმი“

 Microsoft-ის „ციფრული ევოლუციის ფორუმი“
03/28/2019
28 მარტს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართა მაიქროსოფთის ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიება -„ციფრული ევოლუციის ფორუმი“. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა,აგრეთვე წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივმა პარტნიორებმა, ტექნიკურმა ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა. ფორუმის მსვლელობისას,რომელსაც უძღვებოდა მაიკროსოფტის რეგიონალური მენეჯერი,წარმოდგენილი იყო   იმ გადაწყვეტილებების დემონსტრირება, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარების პროცესს და მზაობას ციფრული ეპოქისათვის.
 
ფორუმის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ  წარმატებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს 3 მიმართულებით: ბიზნესის, ფინანსების და სამთავრობო სფეროებში. სამივე მიმართულების  სესიები  დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები,  ხელოვნული ინტელექტი (AI), კიბერუსაფრთხოება და სხვა.