მთავარისიახლეებიnewsSlidenewsSlideქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო ცენტრ "მინერვას" და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო ცენტრ "მინერვას" და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2019 წლის 21 ოქტომბერს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ „მინერვას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაციის „მინერვას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოში განათლების სისტემაში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ასევე გარემოს დაცვა და იტალიური ენის პოპულარიზაცია.
2018-2019 სასწავლო წლიდან, იტალიის საელჩოს ძალისხმევით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში შესაძლებელი გახდა იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლება. 2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით იტალიური ენა ისწავლება 33 სკოლაში (25 საჯარო სკოლა) აქედან 8 სკოლა სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს (თელავი, ხაშური, ბათუმი, ქობულეთი); მოსწავლეების საერთო რაოდენობა კი 3550 აღწევს.
- მემორანდუმის გაფორმების მიზანია „მინერვას“ მიერ შექმნილი რესურსების გაზიარება საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალზე - EL.GE.