ა(ა)იპ ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს და EMIS -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ა(ა)იპ ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს  და  EMIS -ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10/29/2019
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს   შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ -ს პრიორიტეტია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლება და მისი ინტეგრირება ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში. აგრეთვე ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და საქართველოს მთავრობის  მაღალი ჩართულობა ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლების დაცვა ცხოვრობდეს სუფთა და ჯანსაღ გარემოში და განვითარდეს  ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკა სიღარიბის შესამცირებლად. 

მემორანდუმის გაფორმების მიზანია ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ -ს მიერ შექმნილი რესურსების გაზიარება საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალზე - EL.GE.