მედიის განვითარების ფონდსა ( MDF) და EMIS შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მედიის განვითარების ფონდსა ( MDF) და EMIS  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
11/08/2019
2019 წლის 6 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და მედიის განვითარების ფონდი( MDF)   შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეთიკური ჟურნალისტიკა და ანგარიშვალდებულება; მედია წიგნიერება; ადამიანის უფლებები; მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა; ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა.

მედიის განვითარების ფონდი, (MDF ) 2008 წლიდან ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას; ახორციელებს ადვოკატირებას; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას, აწარმოებს მედია პროდუქციას და საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების მიზნით.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი რესურსების გაზიარება საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტლაზე - EL.GE.