შეხვედრა ტექნოლოგიების ექსპერტებთან

შეხვედრა ტექნოლოგიების ექსპერტებთან
11/08/2019
7-20 ნოემბრს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს მასშტაბით 127 ტექნოლოგიების ექსპერტს ხვდება.  

შეხვედრების მიზანია ინტერნეტ სივრცესა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საჯარო სკოლებში ცნობიერების ამაღლება და ელექტრონული ჟურნალის „ონლაინ სკოლა“ დანერგვა, სადაც ჩართულია როგორც სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელი, ისე მოსწავლები და მათი მშობლები.