დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა XX საერთაშორისო კონფერენცია.

დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა XX საერთაშორისო კონფერენცია.
11/14/2019
13 ნოემბერს, სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში, კომპანია  გეოგრაფიკის  ორგანიზებით გაიმართა დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული  სისტემების მომხმარებელთა  
XX საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ უცხოელი ექსპერტები, საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და  საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილემ, მაია სიმონიძემ და სტატისტიკის სამსახურის პროექტების მენეჯერმა, ნიკა არევაძემ წარადგინეს მოხსენება:  „განათლების გეოსაინფორმაციო სისტემა“, რომელშიც მიმოიხილეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის პროექტის მიმდინარე შედეგები.