700 მასწავლებელი ონლაინ შეხვედრაზე ვებინარის საშუალებით ჩაერთო

700 მასწავლებელი ონლაინ შეხვედრაზე ვებინარის საშუალებით  ჩაერთო
04/03/2020
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) ვებინარის სერიები დაიწყო. 

ქვეყნის მასშტაბით, პირველი ონლაინ შეხვედრაში 700-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
ერთსაათიანი ონლაინ შეხვედრის პირველი თემა დისტანციურ სწავლების პროცესში Microsoft Teams-ის გამოყენებას შეეხებოდა,თუ  როგორ უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა ვიდეო გაკვეთილები და შეინახონ მათი ჩანაწერები, მოამზადონ დავალებები, განიხილონ თემები  ჯგუფურად და გაუზიარონ სამუშაო ფაილები ერთმანეთს.
 
მასწავლებლების შეკითხვებს პროექტის  ორგანიზატორები პასუხობდნენ.

ვებინარს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სისტემური ადმინისტრატორი ვანო ნარიმანიძე უძღვებოდა.

Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცეს. Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე.   
პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

აღნიშნულ თემატიკაზე ვებინარების ორგანიზება მომავალშიც არის დაგეგმილი.

ინფორმაცია დაიდება როგორც ჩვენ Facebook გვერდზე, ისე პორტალზე EL.GE