განცხადება !!!

განცხადება !!!
05/19/2020
ქვეყანაში შექმნილი  მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გადადის მომსახურების დისტანციურ  რეჟიმზე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიზღუდება მოქალაქეების მიღება. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@emis.ge 

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დისტანციური მომსახურებით:  

სახელობო განათლების სერტიფიკატისა ან საშუალო პროფესიული დიპლომის დუბლიკატის მოთხოვნა 

დაინტერესებული პირის მიერ შესავსები (ივსება საკუთარი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში) განცხადება
განცხადების ფორმა: ბმული
განცხადების გაგზავნის დეტალური ინფორმაცია:  ბმული

მინდობილი პირის/ რწმუნებულის მიერ შესავსები განცხადება
განცხადების ფორმა: ბმული
განცხადების გაგზავნის დეტალური ინფორმაცია:  ბმული

ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით შეავსეთ შემდეგი ფორმა ბმული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ოფიციალური ცხელი ხაზის ნომერზე: 2200 220 (შიდა ნომერი - 6). გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში იმოქმედებს დამატებითი ცხელი ხაზის ნომრები. 

შესაძლებელია ასევე, განცხადებებით მოგვმართოთ my.gov.ge-ს მეშვეობით! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ my.gov.ge-ს.


სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!