პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლისათვის 2 ივნისს - 09:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე http://registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
2020-2021 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელიდა მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.
იხ. რეგისტრაციის ინსტრუქცია https://emis.ge/upload/doc/pirvelklaselta_instruqcia.pdf