პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
05/28/2020
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტრონული  რეგისტრაცია 2020-2021  სასწავლო წლისათვის 2 ივნისს - 09:00 საათზე დაიწყება და  25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2  ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებ-გვერდზე  http://registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. 

2020-2021  სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელიდა მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.  

იხ. რეგისტრაციის ინსტრუქცია https://emis.ge/upload/doc/pirvelklaselta_instruqcia.pdf