სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო
04/14/2022
2022 წლის 14 აპრილიდან იწყება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს  grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის. 
საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნებისა ან/და მოსაზრებების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნებისა ან/და მოსაზრებების  საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2022 წლის 01 მაისს დასრულდება.