პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
05/23/2022
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 24 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება და 15 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება, ხოლო საბუთების წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე http://registration.emis.ge/

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი
იხ. რეგისტრაციის ინსტრუქცია:https://bit.ly/3y1Jc0P

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  •  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  •  კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  •  მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე:http://catalog.edu.ge/