დაიწყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია

დაიწყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია
07/01/2022
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დაიწყო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე - კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის პირველ ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს preschoolregistration.emis.ge

დეტალური ინსტრუქციები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ: