მთავარი
სიახლეები
newsSlide
newsSlide
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებას!




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებას!

- დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 8 დეკემბრიდან - 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ვებგვერდზე https://directors.mes.gov.ge/
- სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში
- დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში
- პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე
- 24 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია ვებგვერდზე https://el.ge/
ცხელი ხაზი: 2 200 220