ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი

ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი
2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).

EMIS
-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

ასევე, ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია სიახლეები სსიპ-ის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მისიას, სტრატეგიასა და მიზნებს. დაათვალიეროთ ჩვენი ფოტოგალერეა. თვალი ადევნოთ აქტიურ ვაკანსიებს. ვებ-გვერდზე დაწვრილებით არის აღწერილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებული პროექტები. ასევე, შეგიძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ Microsoft-ის IT აკადემიის შესახებ.

საიტისა და ჩვენი საქმიანობის შესახებ კითხვები, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@emis.ge