EMIS -ში IT აუდიტის პილოტური პროექტი იწყება

EMIS -ში   IT აუდიტის პილოტური პროექტი იწყება
13 ნოემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა IT აუდიტის სფეროში საერთაშორისო ექსპერტთან პიტერ გრეშლისთან.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად, საქართველოს საჯარო მმართველობის სივრცეში, IT აუდიტის პილოტურ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება EMIS-ის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტი, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს. IT აუდიტის მიზანი იქნება შიდა სამომხმარებლო პროგრამების შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის შეფასება/ანალიზი.