
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 2025 წლის 1 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს 18:00 საათზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ხილვა და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: - ბმული
2025 წელს გაზრდილია იმ პროფესიული პროგრამების რაოდენობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. კურსდამთავრებულებს ასევე უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ასევე სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირს შეზღუდული აქვს რეგისტრაციის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს მიმდინარე პროგრამას.
საშემოდგომო მიღების ფარგლებში:
- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 23 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პერიოდი.
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ტესტირება ჩატარდება 11 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 12 ოქტომბერს - წიგნიერება და რაოდენობრივ წიგნიერებაში.
- გასული წლის ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: - ბმული
- შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე – ბმული
ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2025 წლის 25 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ
ცხელ ხაზს: 032 2 200 220
ან მიიწეროთ ელ-ფოსტაზე: info@emis.ge