https://emis-api.emis.ge/storage/media/1347/ატესტატები-დიდი-ფოტო.png
29 მაისი 2025

სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად განცხადების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება

https://emis-api.emis.ge/storage/media/1347/ატესტატები-დიდი-ფოტო.png

 

სად ხდება ატესტატის აღება?

 

სკოლადამთავრებულებმა ატესტატების მისაღებად იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს უნდა მიმართონ.

 

იხილეთ იუსტიციის სახლებისა და ტერიტორიული ორგანოების მისამართები


 

ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?

 

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს (მინდობილი პირი ან არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი).

 

 

რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო პირველადი ატესტატის მისაღებად?

 

მე–12 კლასის ატესტატის მიღების მსურველმა მოქალაქემ განაცხადის გაკეთებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2.  მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  3.  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განაცხადს აკეთებს   კანონიერი წარმომადგენელი).

 

 

რა ვადაში გაიცემა ატესტატი?

 

კურსდამთავრებულები ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

 

დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

გაითვალისწინეთ, რომ ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება ფასიანია