
განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2026 წლის 28 იანვრიდან 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია იხილეთ აქ
სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას გადის შემდეგ ბმულზე, ხოლო განაცხადი მობილობაზე უფლებამოსილია გააკეთოს რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში - 2026 წლის 28 იანვრიდან 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
მიმღები უნივერსიტეტებისა და პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდება 27 იანვარს.
ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წელს და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 და შემდგომი წლების ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 16 თებერვალს მობილობის ელექტრონულ პორტალზე